ვენეციის ტრადიციული კარვანალი წელს ოლიმპიურ სტილში გაიმართება
ვენეციის ტრადიციული კარვანალი წელს ოლიმპიურ სტილში გაიმართება და მილან-კორტინას სპორტულ ასპარეზობებს მიეძღვნება. ვენეციის სან მარკოს მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ნიღბიანი სტუმრები უკვე შეიკრიბნენ. კარნავალი 17 თებერვლამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მასკარადი მეჯლისი და გრანკანალზე გონდოლების აღლუმი გაიმართება.
