შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ, მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობის შეჩერების მოთხოვნას უარით უპასუხა
შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ, მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობის შეჩერების მოთხოვნას უარით უპასუხა. მოსამართლემ ქალაქში განვითარებულ მოვლენებს გულდასაწყვეტი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ფედერალური აგენტების მუშაობას გარკვეული შედეგი მოჰყვა. ამასთან მოსამართლემ მთავრობას იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის აგენტების მიერ მინეაპოლისში დაკავებული ხუთი წლის ბიჭისა და მამამისის გათავისუფლება დაავალა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ფედერალური აგენტების მიერ შტატების მოქალაქის ალექს პრეტის მკვლელობის ფაქტს, ფედერალური სააგენტო გამოიძიებს. შტატების შიდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტო ნოემის განცხადებით, გამომძიებლები დეტალურად სწავლობენ ბოლო დღეებში ალექს პრეტისთან დაკავშრებულ ვიდეო მასალებს.
