მომსახურების სააგენტო 19 წლისაა
მომსახურების სააგენტო 19 წლისაა. რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაამრთულ ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით. სააგენტოს დირექტორმა კი საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
