სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა. სასწავლო ცენტრისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება, სადაც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებენ. სწავლა უფასო იქნება, ჩაბარება კი შეეძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. ასევე, აკადემია განახორციელებს სპეციალურ პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
