განათლების მინისტრი განმარტავს, რომ რეფორმის მიზანი, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა
განათლების მინისტრი განმარტავს, რომ რეფორმის მიზანი, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა 9-თვიანი მუშაობა მიზნობრივ ჯგუფებთან და კვლევები. ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებში სწავლება კონკრეტული მიმართულებებით იქნება, რაც გივი მიქანაძის განცხადებით დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების ფარგლებში კი მნიშვნელოვანია, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი შეინარჩუნონ. შეისწავლიან ერთნაირ სასწავლო პროგრამებს. კონცეფციის მიზანია ადამიანური და მატერიალური რესურსების კოორდინაცია. ჩამოყალიბდება ორი ჰაბი თბილისი და ქუთაისი - ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი.
