„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026“
„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026“-ის ფარგლებში, სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ცნობილმა მომღერლებმა და ანსამბლებმა კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს. საღამო მუსიკალურად გააფორმა ბენდმა, მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
