სკანდალი იტალიაში
სკანდალი იტალიაში. რომის ერთ-ერთი ეკლესიის რესტავრაციის შემდეგ აღმოაჩინეს რომ განახლებულ ფრესკაზე ანგელოზს, ქვეყნის პრემიერის ჯორჯა მელონის იერი აქვს. რესტავრატორები ამტკიცებენ, რომ გამოსახულება ძველი ესკიზების მიხედვით აღადგინეს და მასში არანაირი ცვლილება არ შეუტაინათ. იტალიის ოპოზიცია კი ფარულ პროპაგანდაზე მიუთითებს და ფაქტის შემოწმებას ითხოვს. თავად პრემიერი მელონი კი ფაქტს ირონით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ანგელოზი ნამდვილად არ არის. ვატიკანსა და რომის ეპარქიაში კი კომენტარისგან თავი შეიკავეს და მხოლოდ ის აღნიშნეს. რომ აქამდე მსგავსი შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.
