შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა
შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგაშის გამოცხადება და ფედერალურ შენობებთან დაცვის გაძლიერება გახდა საჭირო. რასაც შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც. ფედერალური აგენტების საქმიანობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები შტატების ათობით ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, დენვერში, სან ფრანცისკოში, ჰიუსტონში, ორეგონში გავრცელდა. ქუჩაში გამოსულები საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების მუშაობის შეჩერებას ითხოვდნენ. აქციებთან დაკავშირებით საგანგებო განკარგულება გამოსცა პრეზიდენტმა ტრამპმა და ფედერალურ აგენტებს უბრძანა არ ჩაერიონ საპროტესტო აქციებში, თუ კი ადგილობრივი მმართველობები მათგან დახმარებას არ მოითხოვენ ან ფედერალურ ქონებას საფრთხე არ დაემუქრება.
