ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან კონტაქტის გარეშე ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან კონტაქტის გარეშე ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხო და ამ კონტექსტში მოლაპარაკებების პროცესში როგორც მთავარი გარანტორის, ევროკავშირისა და მსურველთა კოალიციის ჩართვის აუცილებლობაზეც მიუთითა.
