გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააჯილდოვა
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააჯილდოვა, შინაგან საქმეთა მინისტრმა. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით. სააგენტოს დირექტორმა კი საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ დეპარტამანეტში გაიმართა და სააგენტოს დაარსების 19 წლისთავს მიეძღვნა.
