სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს. სწავლა შეეძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა კი უფასო იქნება. გარდა ამისა, აკადემია განახორციელებს სპეციალურ პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
