პარლამენტის თავმჯდომარე მიხაელ გალერს შეცდომის გამოსასწორებლად, პოსტის წაშლისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარის ბრიყვული ენა და ატავისტური შეცდომა - მიხაელ გალერს, პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომის გამოსასწორებლად, პოსტის წაშლისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტარის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მიხაელ გალერმა, საქართველოს ხელისუფლების მისამართით ტერმინი, „მოსკოვური ქმნილებები“ გამოიყენა. ეს კი პირველი კანონმდებლის განცხადებით, არა საქართველოს, არამედ, ტექსტის ავტორის ქვეყანას აზიანებს.
