ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და აცხადებს მზადყოფნას, ჩაერთოს აღნიშნული კანონის პროექტის ცვლილებების განხილვის პროცესში. ასოციაციის შეფასებით, ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის განმტკიცებას. ამასთან, ინიცირებულმა ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებასა და მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას
