მიზანმიმართული ტყუილი
ევროკომისარ მარტა კოსის მიერ ღიად გაცხადებულ სურვილს, რომ იპოვონ გზები, რომლითაც საქართველოში არასამთავრობო სექტორს დააფინანსებენ, მმართველი ძალა ასევე ღიად და საკანონმდებლო პაკეტით პასუხობს. გრანტების შესახებ კანონს განსაკუთრებული კრიტიკით სწორედ არასამთავრობო სექტორი შეხვდა. საერთაშორისო გამჭვირვალობამ ეს რეაქცია ე.წ. ქარდების სახით გამოდო და თანაც მანიპულაციურად. მაგალითად, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ კანონი ემიგრანტებს საქართველოში თანხის გადმორიცხვას უკრძალავს, რომ ის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეეხება, რომ სტუდენტები ვერ შეძლებენ სტიპენდიის აღებას. ეს არის მანიპულაცია და დეზინფორმაცია, რომელიც მმართველი ძალის თქმით, მხოლოდ გაუმჭვირვალე და შავი ფულის დასაცავად გამოიყენეს
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
