ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებთან დაკავშირებული დოკუმენტის ახალი ფაილები გამოაქვეყნა
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებთან დაკავშირებული დოკუმენტის ახალი ფაილები გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ტოდ ბლანშმა განმარტა, გამოქვეყნებული მასალები 3 მილიონ გვერდზე მეტს, 2 000 ვიდეოსა და 180 ათას ფოტოს მოიცავს. მოქმედი კანონი საშუალებას იძლევა, გარკვეული სახის ინფორმაცია დაიფაროს, მათ შორის, ისეთი დეტალები, რომლებიც მსხვერპლთა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა ან მასალები, რომლებიც მიმდინარე გამოძიებასთან არის კავშირში
