საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა ვაშინგტონში დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით მუქარას სისრულეში არ მოიყვანს, ირანის რეჟიმი გაძლიერდება
საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა, ვაშინგტონში დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით მუქარას სისრულეში არ მოიყვანს, ირანის რეჟიმი გაძლიერდება. ინფორმაციას „აქსიოსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განცხადება საუდის არაბეთის ოფიციალური პოზიციისგან მკვეთრად განსხვავდება. მანამდე ერ-რიადი აცხადებდა, რომ ირანზე შეერთებული შტატების თავდასხმა რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა
