საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაკავებული რუსული ტანკერის გათავისუფლება მოუწევს
საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაკავებული რუსული ტანკერის გათავისუფლება მოუწევს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მაკრონი კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს, რათა სამომავლოდ დაკავებული რუსული ტანკერების გათავისუფლება აღარ მოხდეს. ცნობისთვის, საფრანგეთმა ხმელთაშუა ზღვაში 22 იანვარს ნავთობის ტანკერი დააკავა, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის
