ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში სურთ ისეთი მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება
ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში სურთ ისეთი მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ უარს ვამბობთ. არ გავგზავნით ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს უკრაინაში. მათ სურთ კრედიტების აღება და შენატანების გაზრდა ისე, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დაადონ ეს ვალი. უნგრეთი ამ თამაშს არ ითამაშებს“ - აცხადებს ორბანი
