ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარადგინა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარადგინა. თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ციფრული ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებზე. ისაუბრეს ელექტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზეც. ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს. საერთო კრებაზე დამტკიცდა პალატის ახალი წესდება და ბიუჯეტი. ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმა კი ფიცი დადეს
