თბილისსა და რეგიონებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის მოედნები აშენდება
თბილისსა და რეგიონებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის მოედნები აშენდება. მათგან 12 ხელოვნური, 2 კი, ბუნებრივ საფარიანი იქნება. დაგეგმილია ქუთაისის „აიას“ სტადიონისა და თბილისში, ავჭალაში მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია. ვარკეთილში კი აშენდება 2000 მაყურებელზე გათვლილი ბუნებრივსაფარიანი სტადიონი, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება
