რამდენიმე დღეში ფასების რეგულირების პროცესში საპარლამენტო კომისია ჩაერთვება
რამდენიმე დღეში ფასების რეგულირების პროცესში საპარლამენტო კომისია ჩაერთვება. საუბარია სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის გაიაფებაზე. აღსანიშნავია, რომ პროდუქტებზე დაწესებული მაღალი ფასების მოკვლევის მიზნით, ორი კვირის წინ, ქსელური მარკეტებისგან კონკრეტული დოკუმენტები ამოიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ხელისუფლების მიზანია, ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს და საზოგადოება წნეხისგან გათავისუფლდეს. მთავრობის საკოორდინაციო კომისიაზე ითქვა, რომ ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს. გუშინ შეხვედრა ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა. როგორც აღინიშნა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასი დაბალია, თუმცა შემცირების რესურსი მაინც არსებობს
