რადიკალები „შავი ფულის“ დასაცავად ერთიანდებიან
რადიკალები „შავი ფულის“ დასაცავად ერთიანდებიან. ეკა გიგაურის გაუმჭვირვალე გამჭვირვალობას, დაფინანსების წყაროს გასაჯაროება აშინებს, რის გამოც, ესტონეთის დანგრეულ შენობაში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ, მანიპულაციური რეალობის შექმნა გადაწყვიტა და ცდილობს საზოგადოება მოატყუოს, თითქოს გრანტების შესახებ კანონი სხვადასხვა პროფესიის ადამიანს შეეხება. რეალურად კი დაგეგმილი ცვლილებების მიზანია ხალხმა იცოდეს, რას ემსახურება საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსება. დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. გრანტად მიიჩნევა თანხა, რომელიც ხმარდება ან შესაძლოა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს. სწორედ კანონის გვერდის ავლით ცდილობენ ბიუროკრატები, ფული მიაწოდონ მათ მიერ მართულ „ენჯეოებს“. აღსანიშნავია, რომ ეკა გიგაურის ორგანიზაციის ესტონური ოფისი, ისევე როგორც ნინო ლომჯარიასი, ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული
