არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დაჯილდოვდა
არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დაჯილდოვდა. წლის საუკეთესოები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს. სპეციალური ჯილდო საქართველოს რაგბის კავშირს და მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს გადაეცა. ტრადიციულად დაჯილდოვდნენ ბადრი პატარკაციშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა, ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი ნიკა ლეკაიძე და პარაწოლჭიმის ნაკრების წევრი ვანო წიკლაური. ღონისძიებას მთავრობის, სპორტული ფედერაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ
