გაეროს გენერალურმა მდივანმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ ორგანიზაციას „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ საფრთხე ემუქრება
გაეროს გენერალურმა მდივანმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ ორგანიზაციას „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ საფრთხე ემუქრება. მიზეზად ანტონიუ გუტერეშმა გადაუხდელი საწევრო გადასახადები დაასახელა. „კრიზისი ღრმავდება, რაც საფრთხეს უქმნის პროგრამების განხორციელებას და ფინანსური კოლაფსის რისკს წარმოშობს. უახლოეს მომავალში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება“ - წერს გუტერეში ელჩებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც 28 იანვრით არის დათარიღებული
