ჩინეთმა გააუქმა 5 წლის წინ დაწესებული სანქციები ბრიტანელი კანონმდებლების მიმართ, რომლებიც პეკინს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ
ჩინეთმა გააუქმა 5 წლის წინ დაწესებული სანქციები ბრიტანელი კანონმდებლების მიმართ, რომლებიც პეკინს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. საუბარია ბრიტანეთის 9 მოქალაქეზე, მათ შორის პარლამენტის 5 წევრზე, რომლებიც პეკინს სინძიანში მუსლიმი უმცირესობის წინააღმდეგ გენოციდის მოწყობაში სდებდნენ ბრალს. მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ შეთანხმებას სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინთან ხუთშაბათს, პეკინში გამართული მოლაპარაკებებზე მიაღწია
