დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის თემაზე ისაუბრა
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის თემაზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა პრეზიდენტს, ირანის მიმართულებით გაგზავნილ ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე ჰკითხეს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, ეს გაცილებით დიდი არმადაა, ვიდრე ის ფლოტი, რომელიც ვენესუელაში იყო მობილიზებული. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეირანს მოლაპარაკებები სურს და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შედგება
