ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტ გოდერძიზე აქტიურ ფაზაშია
ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტ გოდერძიზე აქტიურ ფაზაშია. წელს გოდერძის ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, პროდუქტები და რამდენიმე სასტუმრო დაემატა. მზარდია ვიზიტორების რაოდენობაც. 2025 წელს, კურორტს 25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, რაც დაახლოებით 19%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს. გოდერძი გამოირჩევა ხარისხიანი თოვლით, სათხილამურო ტრასებითა და საერთაშორისო აღიარებით, რაც მას ზამთრის ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს
