ლაგოდეხის სოფელ ჩადუნიანში გზის საფარი იგება
ლაგოდეხის სოფელ ჩადუნიანში, გზის საფარი იგება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდბოგირები, ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელები. ასევე, მოწესრიგდება სასმელი წყლის სისტემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 540 ათას ლარზე მეტია. სამუშაოებს ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი გაეცნო
