შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, სამეგრელოში სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძე იმყოფებოდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან. მინისტრი ენგურის ხიდთან, იმ სამართალდამცველებს შეხვდა, რომლებიც ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფენ წესრიგს. მინისტრი ადგილზე გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცველების საჭიროებებს. გარდა ამისა, გეკა გელაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც დირექტორისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი ასევე ეწვია ზუგდიდში მდებარე მომსახურების სააგენტოს. თანამშრომლებთან პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრებს, მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია ესწრებოდნენ
