საწვავის, მედიკამენტებისა და სურსათის ფასების რეგულირების პროცესში მომდევნო კვირიდან საპარლამენტო კომისიაც ჩაერთვება
საწვავის, მედიკამენტებისა და სურსათის ფასების რეგულირების პროცესში მომდევნო კვირიდან საპარლამენტო კომისიაც ჩაერთვება. ხელისუფლების მიზანია, ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს და საზოგადოება წნეხისგან გათავისუფლდეს. მთავრობის საკოორდინაციო კომისიაზე ითქვა, რომ ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს. გუშინ შეხვედრა ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა. როგორც აღინიშნა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასი დაბალია, თუმცა შემცირების რესურსი მაინც არსებობს
