ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასი: ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული
ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა საკუთარი პოდკასტის მე-9 ეპიზოდში განაცხადა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ყოფილმა პრემიერმა ბრიტანულ მედიაში არსებულ კორუფციაზე, ვიდეომასალების ფაბრიკაციაზე, ფაქტების დამალვასა და განსხვავებულად მოაზროვნეთა დემონიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით „ბიბისი“ და სხვა ტრადიციული მედიასაშუალებები მემარცხენეების მიერ იმართებიან. ისინი „დიფ სთეითთან“ შეთქმულებაში არიან შესულნი, მათ ინტერესებს იცავენ და კონსერვატიულ ღირებულებებს ებრძვიან
