Greenpeace France: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის შემდეგ საფრანგეთი კვლავ ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიასთან
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის შემდეგ საფრანგეთი კვლავ ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსეთის ბირთვულ ინდუსტრიასთან. ამის შესახებ ორგანიზაცია Greenpeace France იტყობინება. „იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ, მისი ყველა ქმედება არ შეესაბამება ოფიციალურ რიტორიკას. ურანით ვაჭრობა საფრანგეთსა და რუსეთს შორის დიდი გაუმჭვირვალობით გრძელდება. საფრანგეთი კვლავინდებურად დამოკიდებულია რუსულ ბირთვულ ენერგიაზე და თანამშრომლობს „როსატომთან“, რომელიც უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილეა“ - ნათქვამია სტატიაში
