კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დატვირთული და მრავალფეროვანია
კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დატვირთული და მრავალფეროვანია. კურორტს წელს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, პროდუქტები და რამდენიმე სასტუმრო დაემატა. მზარდია კურორტზე ვიზიტორების რაოდენობაც. 2025 წელს, გოდერძის 25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, რაც დაახლოებით 19%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს. გოდერძი გამოირჩევა ხარისხიანი თოვლით, სათხილამურო ტრასებითა და საერთაშორისო აღიარებით, რაც მას ზამთრის ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს
