საქართველოს ტურისტულ მიმართულებას მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ესპანეთში, 5 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ, ენახათ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და გზამკვლევები. გაიმართა ქართული ღვინის, კერძებისა და ტკბილეულის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს ქართველი შეფ-მზარეულები გაუმასპინძლდნენ. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს ტურისტულ მადრიდის გამოფენაზე 156 ქვეყნიდან 10 ათასამდე კომპანია იყო წარდგენილი და დაახლოებით 150 ათასი სტუმარი ჰყავდა
