ახალციხის მერი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ახალციხის მერი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. იურიდიული ფაკულტეტის, სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრაზე, ვარლამ წიკლაურმა, მერიის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის პრინციპების შესახებ ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ასევე გაეცნო სტუდენტების იდეებს და მოსაზრებას მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
