უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში
უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში. გადამოწმდა კონკრეტული ადგილები და დადგინდა, რომ დაკავებულები საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ. ამჟამად ისინი დროებითი განთავსების ცენტრში არიან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. დაკავებულთა შორისაა, ინდოეთის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ჩინეთის, თურქეთის, პალესტინის, ნიგერიის, უზბეკეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები
