6 ათეული წლის წინ დაწყებული დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია - თბილისის მეტრო 60 წლისაა
6 ათეული წლის წინ დაწყებული დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია, თბილისის მეტრო 60 წლისაა. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მეტროს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პრეზიდენტმა სატრანსპორტო კომპანიის 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე. მეტროს თანამშრომლების ღვაწლზე ისაუბრეს, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა. კახა კალაძემ თითოეულ თანამშრომელს, თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
