შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ენგურის ხიდთან გეკა გელაძე საპოლიციო უწყების სხვადასხვა დანაყოფის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფენ წესრიგს. მინისტრი გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცავების საჭიროებებს და პოლიციელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
