ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს - ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი
ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს - ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი. პროცესი კი აპრილის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. გუშინ შეხვედრა ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა. როგორც ითქვა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასი დაბალია, თუმცა შემცირების რესურსი მაინც არსებობს. საწვავის, მედიკამენტებისა და სურსათის ფასების რეგულირების პროცესში კი მომდევნო კვირიდან საპარლამენტო კომისიაც ჩაერთვება. პროდუქტებზე დაწესებული მაღალი ფასების მოკვლევის მიზნით, რამდენიმე კვირის წინ, ქსელური მარკეტებისგან კონკრეტული დოკუმენტები ამოიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა
