შეხვედრა ნავთობიმპორტიორებთან
მთავრობასა და ბიზნესს შორის მორიგი დისკუსია საწვავის გაიაფებას ეხებოდა. სამთავრობო კომისია ნავთობიმპორტიორებს შეხვდა. აღინიშნა, რომ ამ სექტორში ფასი საერთაშორისო ბაზარზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზნის მისაღწევად დიალოგი გაგრძელდება. სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით მსჯელობას, ახლა უკვე პარლამენტი იწყებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
