შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში გამოსვლას სამი ქართველი ლეგიონერის გუნდი განაგრძობს: ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი, გიორგი მამარდაშვილის ლივერპული და გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი. პარიზელები მეთექვსმეტედ ფინალს ითამაშებენ, ხოლო ინგლისური და პორტუგალიური კლუბები მერვედ ფინალში პირდაპირ გავიდნენ. პსჟ, რომელმაც ძირითად ეტაპზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში მონაკოს დაუპირისპირდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, საპასუხოს კი შინ.
