ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ტეხასიდან ტენესიმდე, სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილს ამჯერად ე.წ. ბომბი ციკლონი ემუქრება, რომელიც უხვ ნალექსა და ძლიერ ქარს გამოიწვევს.
