ევროპელებს სურთ, რომ ბრიუსელმა ეროვნულ საზღვრებზე კონტროლი წევრ სახელმწიფოებს დაუბრუნოს
ევროპელებს სურთ, რომ ბრიუსელმა ეროვნულ საზღვრებზე კონტროლი წევრ სახელმწიფოებს დაუბრუნოს. პოლიტიკოს ცნობით, სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია ეფ ჯი სი გლობალის მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 71 პროცენტი ამბობს, რომ ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს საკუთარი საზღვრებისა და მიგრაციის მართვაზე მეტი უფლება უნდა მისცეს. ევროკავშირის 23 წევრ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ ევროპის მოქალაქეების უმეტესობა სკეპტიკურად არის განწყობილი იმ ფაქტისადმი, რომ სუვერენული ქვეყნების საზღვრები ცენტრალურად, ბრიუსელის მიერ კონტროლდება.
