ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატიურ მისიებს განკარგულება მისცა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატიურ მისიებს მისცა განკარგულება, რომ გადაიხედოს დახმარების ყველა ისეთი პროგრამა, რომელიც მრავალფეროვნების, ინკლუზიურობის, გენდერული იდენტობის, ტრანსგენდერთა უფლებების დაცვისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხებს უკავშირდება. ბრძანება მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ყველა ამერიკულ დიპლომატიურ მისიას შეეხება. ინფორმაციას სააგენტო როიტიერსი ავრცელებს. ტრამპის ადმინისტრაციის გამკაცრებული პოლიტიკით, გენდერთან თუ ინკლუზიურობასთან დაკავშირებული საგრანტო პროგრამების დაფინანსება იზღუდება.
