კრემლში დაადასტურეს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, რომ პირველ თებერვლამდე კიევზე იერიშები შეეჩერებინა
კრემლში დაადასტურეს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, რომ პირველ თებერვლამდე კიევზე იერიშები შეეჩერებინა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპს ამ გზით სურს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნას. რუსეთსა და უკრაინაში ძლიერი ყინვისა და უამინდობის ფონზე, ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ თუ მოსკოვი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს დროებით მართლა შეაჩერებს, უკრაინაც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს.
