ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობები სოციალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული - პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა
ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობები სოციალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული - პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. სულხან თამაზაშვილის თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოქალაქეთა განცხადებებს ინდივიდუალურად განიხილავს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციას, რადგან სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, თვითნებურად დაიკავოს აღნიშნული ობიექტი.
