დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა
დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა. დღეს გამართულ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები განიხილეს. სხდომაზე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებზეც გაზრდილი თანხები გადანაწილდება. მათ შორის არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
