სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. კერძოდ, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 % გაიხსნა. ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი. შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები. სტატისტიკური მონაცემებით ბოლო ერთ წელიწადში, ქვეყნიდან 1311 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, რაც აღემატება ბოლო 6 წლის განმავლობაში გაძევებულ უცხოელთა ჯამურ რაოდენობას.
