ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული 15 ადამიანის სასამართლო პროცესი, დაშავებული სამართალდამცველის დაკითხვით განახლდა
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული 15 ადამიანის სასამართლო პროცესი, დაშავებული სამართალდამცველის დაკითხვით განახლდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა დეტალურად გაიხსენა რა ხდებოდა ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე . ბრალდებულებს, მათ შორის გიორგი ჩახუნაშვილს, ევა შანშიაშვილს და ია დარახველიძეს გამოძიება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად
