თაღლითური სქემა და „ენჯეოები“ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით
თაღლითური სქემა და „ენჯეოები“ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით. სახელისუფლებო გუნდი საუბრობს მათ შორის ყალბ ენჯეოებზეც, რომელთაც ერთადერთი დანიშნულება აქვთ- იყვნენ ფულის გამტარი. ხელისუფლება გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კიდევ ერთხელ განმარტავს და მთავარ პრინციპზე აკეთებს აქცენტს. მათი თქმით, პოლიტიკის დაფინანსება ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე არ უნდა მოხდეს. არიან თუ არა ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების საელჩოები ჩართული ამ სქემაში, ქრონიკამ კითხვით მიმართა რამდენიმე საელჩოს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. კონკრეტული საელჩოების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს მმართველი გუნდი.
